აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს წერილს უგზავნის. წერილს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ჩემთვის სასიამოვნოა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, თქვენი გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით ორ ქვეყანას შორის პარტნიორული კავშირების განმტკიცება და ვიცი, რომ ჩემი შემცვლელის სურვილსაც საერთო ინტერესის მთელ რიგ სფეროებში უწყვეტი პროგრესის შენარჩუნება წარმოადგენს.
2012 წელს, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების მეოცე წლისთავი აღინიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა რეალიზაციის გზაზე. როგორც 2012 წლის ნოემბერში ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ავღანეთში ჩვენი საერთო ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ასევე ყველა სხვა ფორმატში.
ვტოვებ რა თანამდებობას, მინდა გისურვოთ უდიდესი წარმატება და ბედნიერება თქვენს მომავალ საქმიანობაში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება", - აღნიშნულია წერილში.