ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებული ვიდეომასალა ამერიკის საელჩოში მიიტანა

ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებული ვიდეომასალა ამერიკის საელჩოში მიიტანა

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალა ამერიკის საელჩოში მიიტანა. 

ფირცხალავამ ამერიკის ელჩის სახელზე განცხადება დაწერა, სადაც ითხოვს, რომ ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გაუწიოს დახმარება, რათა კადრები ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში გაიგზავნოს და იქ ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

"საელჩოში მეხსიერების ბარათი, სადაც ვიდეომასალაა განთავსებული, მიიღეს და დამპირდნენ, რომ აუცილებლად დამიკავშირდებიან", - განაცხადა ფირცხალავამ.