ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს მთავრობის საქმიანობის 100-დღიანი ანგარიში წარუდგინა

ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს მთავრობის საქმიანობის 100-დღიანი ანგარიში წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთავრობის საქმიანობის 100-დღიანი ანგარიში წარუდგინა. 

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო საინტერესო შეხვედრა, რომელზეც ბევრი შეკითხვა დაისვა. პრემიერის ინფორმაციით, დიპლომატები 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე მისი მოსაზრებითაც დაინტერსედნენ.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, იუსტიციის მინსიტრის მოადგილე ალქესანდრე ბარამიძე და პრემიერს მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, იტალიის, ისრაელის, თურქეთის ელჩები, ასევე NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო, სხვადასხვა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.