ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რატომ ეამაყება გიგი უგულავას ბიუჯეტის ფულის საკუთარ ნებაზე ხარჯვა

ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რატომ ეამაყება გიგი უგულავას ბიუჯეტის ფულის საკუთარ ნებაზე ხარჯვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რატომ ეამაყება გიგი უგულავას ბიუჯეტის ფულის საკუთარ ნებაზე ხარჯვა. 

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში კამპანიის დასაფინანსებლად საკუთარი ფული არ დაახარჯინეს, გიგი უგულავა კი, ბიუჯეტის ფულს საკუთარ ნებაზე ხარჯავდა.

"მან გაჭირვებული ხალხის ფული და დენზე ნაგვის გადასახადის მიბმით ამოღებული თანხები დახარჯა. მან პასუხი აგოს კონკრეტულ კითხვებზე და ზოგადად ხალხის დასაქმებაში ნუ გადავა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.