საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ გაჩეჩილაძის(შონზო) განცხადებით, გადაწყვეტილება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ხალხის დაკვეთით მიიღო. ამის შესახებ ზურაბ გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობა ითხოვს, რომ ქალაქის პრობლემების მოგვარებაში ჩართული იყოს სხვა ფრაქციებიც და აღდგეს ძალთა ბალანსი. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების მიზეზი მასზე რაიმე ზეწოლა არ იყო.
ზურაბ გაჩეჩილაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა და იგი ფრაქცია "თავისუფლებაში" გადავიდა.