ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ალიანსის შტაბ-ბინაში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთში სტაბილურობის დამყარების გზებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების საკითხზე ისუბრა
"გადაბარების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები სათანადოდ არიან მომზადებულები და ოპერაციების 80%-ს უკვე საკუთარი ძალებით ახორციელებენ", –განაცხადა რასმუსენმა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წლიდან ალიანსი კვლავ გააგრძელებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დახმარებას კონსულტაციებით და წვრთნის მისიით. ამ პროცესში, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, არაწევრი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის დახმარების სურვილი საქართველომაც გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანელ სამხედროებს განათლების კუთხით გამოცდილების გაზი არება შესთავაზა. ქართველი სამხედროები მათ დახმარებას ავღანეთშიც გააგრძელებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს პოსტ-ISAF-ის პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს ხედვა გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა მიესალმება საქართველოს მონაწილეობას პოსტ-ISAF-ის პერიოდში