იმ შემთხვევაში, თუ არ დააკავებენ იმ პირებს, რომლებმაც ჩვენებები შეცვალეს, ერთ კვირაში საქართველოს დავტოვებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის პირი, რომელიც ჩვენებს ცვლის უნდა დაისაჯოს.
"მათი შეცვლილი ჩვენების მიხედვით, გამოდის, რომ მე და ჩემ ცოლს ცრუ ჩვენებები მიგვიცია. ამიტომ, მოვითხოვ, დამაკავონ. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჩემი ან მათი დაკავება, ერთ კვირაში დავტოვებ ქვეყანას", - განაცხადა რობაქიძემ.
მისივე თქმით, ის დღეს, 18:00 საათზე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს შეხვდება.
ამასთან, რობაქიძე გამოეხმაურა პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, მაიზერ ლიპარტელიანის განცხადებას. რობაქიძი სთქმით, ლიპარტელიანმა შეცვალა ჩვენება.
"პირველ ორ ჩვენებაში ის ამბობდა, რომ იარაღი არ იყო ადგილზე და ეს პირადადაც მითხრა, ბოლო ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი მან ჩვენება შეცვალა", - განაცხადა რობაქიძემ.