ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" საგარეო პოლიტიკურ კურსზე მსჯელობისთვის საკუთარ კაბინეტს სთავაზობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე მსჯელობისთვის საკუთარი კაბინეტის დათმობას სთავაზობს.

ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის აქციის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული აქციის დაგეგმვა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, თუმცა ნება მათია.

"ჩვენ უზრუნველყოფთ უსაფრთხოების ზომებს, რათა ამ აქციამ უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. სხვა ამ თემაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მე პირადად მზად ვარ ამ საკითხზე მსჯელობისთვის "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი კაბინეტიც დავუთმო", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაში მონაწილეობს.