კონსტიტუცია არ უნდა იყოს პარტიის ან ახლანდელი უმრავლესობის კონსენსუსის შედეგი, რადგან ის უნდა არსებობდეს უფრო დიდხანს, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო , - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ორი წლის წინ შეიცვალა, ახლა კიდევ იქნება გარკვეული ცვლილებები და რატომ არ უნდა დაიხვეწოს და მხედველობაში იყოს მიღებულ ქართული საზოგადოების საჭიროებები?!.
"კარგი კონსტიტუცია ეს არის კონსტიტუცია, რომელიც შედგენილი და მიღებულია ყველაზე ფართო შესაძლო კონსენსუსით. კონსტიტუცია არ უნდა იყოს პარტიის ან ახლანდელი უმრავლესობის კონსენსუსის შედეგი, რადგან ის უნდა არსებობდეს უფრო დიდხანს, ვიდერე საკანონმდებლო ორგანო. საჭიროა, ნაკლები ცვლილება და გადასინჯვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ვეუბნებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. მე როგორც მეუბნებიან, კონსტიტუციის ცვლილების პროექტში პარლამენტს სურს ჩაერთოს ყველა, განსაკუთრებით კი სამოქალაქო საზოგადოება. კარგი კონსტიტუცია დამყარებული უნდა იყოს ყველაზე ფართო შესაძლო კონსენსუსზე ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის", - აღნიშნა მან.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის გათვლილია რამდენიმე თვეზე, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
"არსებობს მიზეზები, თუ რატომ სურს ახალ ხელისუფლებასა და პარლამენტს შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებები მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა შესაძლოა, გაკეთდეს, მაგრამ მე ვიცი, რომ ასევე იქნება სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმა. როგორც მე ვიცი, ახალ უმრავლესობას სურს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა კონსტიტუციის ახალ კანონპროექტზე, რათა მოახდინოს რედაქტირება ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მიმაჩნია, რომ ეს სწორია, რადგან მათ სურთ პრეზიდენტობის კანდიდატებმა იცოდნენ, თუ რა სახის ძალაუფლება ექნებათ მათ, რა სახის რეჟიმი იქნება საქართველოში, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო თუ ა.შ.", - მიაჩნია ჯანი