არა თუ ქართული, არამედ მისივე არჩეული ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატებიც კი უარს ეუბნებიან იმ თაღლითური სქემის გათეთრებაზე, რასაც თავად ითხოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
იგი ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებულ სასამართლო დავის ფაქტს გამოეხმაურა.
„ეს არის მორიგ ჯერზე დასტური იმის, რომ მათ შორის, უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოებიც კი გვერდს ვერ აუვლიან-ხოლმე იმ თაღლითობასა და იმ არასწორ მიდგომებს, რასაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის, ხაზარაძის და მისი კომპანიების მხრიდან. არა თუ ქართული, არამედ მისივე არჩეული ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატებიც კი უარს ეუბნებიან იმ თაღლითური სქემის გათეთრებაზე, რასაც თავად ითხოვს. ამაზე მეტი რა შეიძლება იყოს ლუსტრაცია იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.