პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო „რაგატკის“ ამარა არასდროს აღარ უნდა დარჩეს.
როგორც გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ლექტორებთან და კურსანტებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, 2004 წლის იანვარში, ოფიცრებმა თავდაცვის სამინისტროს მონახულების დროს, მას „რაგატკა“ მისცეს - როგორც სიმბოლო იმისა - მაშინ თუ რა იყო შეიაღებული ძალები.
„ეს „რაგატკა“ დღეს წამოვიღე, რადგან ამას მთელი წლები ვინახავ. ეს, როგორც სუვენირი, ოფიცრებმა მაჩუქეს. 2004 წელს, აი, ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვა. შემდეგ შეიარაღების სერიოზული კომპონენტები გაჩნდა. პრაქტიკულად ყველა კომპონენტი. დღეს, ჩვენ საჰაერო დაცვის სისტემები, სახმელეთო სისტემები და შეიარაღებული ჯავშანტექნიკა გაქვს და რაც მთავარია, აშშ-სთან ახალი პროგრამა, რომლითაც შეირაღებული ძალები მთლიანად ახალი დასავლური ტექნიკით უნდა აღიჭურვოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე ისტორიული პროცესი, რომელიც საქართველოში ყოფილა მრავალი საუკუნის განმავლობაში.
„ეს არის იმ შეთანხმებაზე დაფუძნებული, რომელსაც გასული წლის იანვარში, პრეზიდენტ ობამასთან მივაღწიე. ამ სისტემის ნაწილი თქვენ ხართ. მნიშვნელობა არ აქვს - თუ ვინ არის მთავრობაში. ჩვენ ჯარს ჩავაცვით, ავაშენეთ, პირველი ტექნიკა შევიძინეთ და ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. ახლა არა მარტო ჯარისკაცებსა და ვეტერანებს უნდა მივცეთ მეტი ხელფასი, არამედ დაღუპულების ოჯახებს და ამაზე კარგია, რომ მთავრობაც მუშაობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.