საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ტექნიკის წარმოების გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა ბროლაძის განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი სსიპ
„დელტა“ აგრძელებს მუშაობას.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ლიკვიდაციას. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეცდომაშია შეყვანილი. პირიქით, თუკი ადრე სამხედრო საბრძოლო მანქანების „ლაზიკას“ და „დიდგორის“ დაგეგმვა ხდებოდა ცალკეული პოლიტიკოსების გემოვნების მიხედვით, ამჟამად „დელტას“ რეფორმირებული მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს პროფესიონალ სამხედრო ინსტრუქტორებთან და ამ საქმის ექსპერტებთან ერთად, რათა მათი კომპეტენტური აზრი იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.