კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულთა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია * საქართველოს სოციალურად დაზარალებულ მოქალაქეთა კავშირი* 2013 წლის 31 იანვარი, ხუთშაბათს, 14 საათზე სახელმწიფო კანცელარიის წინ აქციას მართავს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის #641 და #645 კოოპერატივთა დაზარალებული წევრების ვალის კომპენსაციის მიზნით *აკადემქალაქში* სპეციალურად გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე ინვესტორთა მიერ აშენებული საბინაო ფონდიდან დაზარალებულთა მიმართ გაცემული პირობების შეუსრულებლობა.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოხელეებმა: თბილისის ვიცე-მერმა ახვლედიანმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დამენიამ მოახდინეს მიწის ნაკვეთების უკანონო პრივატიზაცია, რითაც ინვესტორებ მიეცათ აღებული ვალდებულებიდან თავის არიდების საშუალება, ხოლო ამ საკითხის გამოძიება დაიბლოკა პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული და ჩვენი ვარაუდით ახლაც აგრძელებს საქმიანობას ნაც. მოძრაობის სასარგებლოდ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებას შეიტანენ რათა აღნიშნული საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს.