კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გარდა, რესპუბლიკური მოდელის მომხრეა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენისვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „რესპუბლიკელებს“დაარსების დღიდან, საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა აქვს.
„ყველა პარტია, რომელიც კოალიციაში შედის, საპარლამენტო მოდელზე თანახმაა, გარდა ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებისა“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვა დასრულებულია. ქვეყანა ისედაც რესპუბლიკური მოდელისკენ მიდის, რადგან კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტის უფლებამოსილება ისედაც ძალიან იკვეცება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ სწორად საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ“, - განმარტავს კანონმდებელი.