შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები გამოძიების ფედერალური ბიუროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს დირექტორებთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.
შეხვედრებზე განიხილება ორი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთთანამშრლობის საკითხები.
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1-ელ თებერვალს დასრულდება.