7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო კოპალაში (მისამართი ჩეხოვის ქ. 8/10) მედიისთვის გაიმართება სემინარი მიგრაციის საკითხებზე. დასაწყისი 11 საათზე.
სემინარი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, პროექტ „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების რეალიზაციის მხარდაჭერა. სემინარს წარუძღვებიან მიგრაციის ექსპერტები, რომლებიც წარმოადგენენ: საქართველოში ევროკავშრის დელეგეციას, მიგრაციის სახელმწიფო კომისიას, პროექტს „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის სამიგრაციო პოლიტიკა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებში; პროექტი „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ - მიზნები და მიმდინარეობა; არალეგალური მიგრაცია - ძირითადი ტენდენციები, საფრთხეები და პრევენცია; საქართველოს მიგრაციის ეროვნული სტრატეგია.
პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირში შემავალ ცალკეულ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზის მისაღებად აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების და არალეგალურ მიგრაცისთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.
სემინარი ტარდება მედიის წარმომადგენლებისთვის, მათთვის თემატიკის უკეთ გაცნობის მიზნით, რაც შემდგომში საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
ბელა ჰეინა, პროექტი მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის, დირექტორი, 599 53 30 01, bela.hejna@eu-tig.ge
ნათია მეჩითიშვილი, პროექტის ასისტენტი, 599 320 508, natia.mechitishvili@eu-tig.ge
გიგა ხარებავა, ჯეპრა, 599 496969, giga@gepra.ge