39 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოხდა.
მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, თოკით ჩამომხრჩვალი, ძმამ იპოვა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებიც მომხდარ ფაქტს სწავლობენ.