ნალჩიკის სახელმწიფო ტელევიზიის „ყაბარდო-ბალყარეთის“ ახალი ამბების წამყვანი, „ვესტის“ კორესპონდენტი ნალჩიკში, ცნობილი ჟურნალისტი 28 წლის ყაზბეგ გეკიევი მოკლეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმერ მარკინის განმარტებით, ეს მკველელობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორ მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ბანდფორმირებებს ებრძვიან.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც „ვესტის“ რედაქცია აცხადებს, გეკიევს რამდენჯერმე დაემუქრნენ. ასევე ორაზროვანი მუქარის წერილები მიუვიდათ “ვესტის“ სხვა კორესპონდენტებსაც არიანა ჟილიასოვას და ანზორ ატაევს.
ამავე დროს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი,სადაც ერთ-ერთი ბანდდაჯგუფების მეთაური სიკვდილით ემუქრება ჟურნალისტებს,რომლებმაც კონტრტერორისტული ოპერაციის წარმატებით დასრულება გააშუქეს.