ფილიპინებზე თავს დამტყდარი შტორმის შემდეგ, დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იმის გამო,რომ შეუძლებელია კუნძულ მინდანაოსთან მისვლა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს.
ამ დროისთვის ფილიპინებზე დახურულია ყველა დაწესებულება, ბიზნეს-ცნეტრები, არ მუშაობენ ბანკები.მოსახლოება და მთავრობა ცდილობს ქარიშხლის შედეგების ლიკვიდირებას და დაკარგულთა ძებნას განაგრძობს.
სინოპტიოკოსების ცნობით, შობამდე ფილიპინებს კიდევ ერთი ქარიშხალი გადაუვლის. ყოველწლიურად არქიპელგას საშუალოდ, 20-მდე ქარიშხალთან უწევს გამკლავება.