საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency International-ის ყოველწლიურ მოხსენება მსოფლიოში კორუფციის ზრდას შეეხება.ორგანიზაციის განმარტებით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონის შენარჩუნება მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის „ბრალია“.
„კორუფციის ზრდა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ეს არის ის, რაზეც ჩვენ უკვე თვეებია ვლაპარაკობთ“,-განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა ედა მიულერმა და აღნიშნა,რომ ამის მაგალითად საბერძნეთი გამოდგება, რომელმაც კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში ადგილი მოლდავეთის გვერდით დაიკავა.
ორგანიზაციის 2012 წლის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების შვიდეული ასე გამოიყურება: კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, სუდანი, მიანმუ, უზბეკეთი, თურქმენეთი და ირანი.
ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულად კი დანია, ფინეთი და ახალი ზელანდია სცნეს.