Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს

Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს

გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა, ბიზნესმენები, კორპორაციის ხელმძღვანელები და ფილანტროპები შევიდნენ.

როგორც შარშან, სიას სათავეში ისევ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უდგას. მეორე ადგილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიკავა, რომელსაც ადგილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუთმო და ერთი პუნქტით ქვემოთ დაიწია.

Forbes-ის სიაში სულ 71 ადამიანი მოხვდა, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე პარამეტრით შეფასდნენ. ყველაზე მნშვნელოვანი პარამეტრი გამოცემის შეფასებისა, არის რიცხობრივად რამდენ ადამიანზე ვრცელდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის ზეგავლენა.

 სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, ბილ გეითსი და რომის პაპი ბენედიქტ VI ინაწილებენ. პირველ ათეულში მეათე ადგილზე მოხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი.

რეიტინგში მე-16 პოზიცია ნიუ-იორკის მერს, მაიკლ ბლუმბერგს ერგო, ხოლო მაღაზიათა ქსელ Walmart-ის, სადაც 2 მილიონი ადამიანი მუშაობს.აღმასრულებელი დირექტორმა მაიკლ დიუკმა მე-17 ადგილი დაიკავა.

  23-ე  ადგილზეა - ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. გავლენიან ადამიანთა შორის 25-ე ადგილი "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დაიკავა, ხოლო 26-ე – "ნიუსკორპის" ხელმძღვანელმა რუპერტ მერდოკმა.

სიაში 29-ე პოზიცია მიაკუთვნეს იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო მონტის, ხოლო 30-ე – გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს.

 რეიტინგში 50-ე ადგილზეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კი 61-ე ადგილზე მოხვდა.

ფორბსმა"

Forbes-სმა კანდიდატების შერჩევისას გაითვალისწინა მათი ძალაუფლება და ფინანსური რესურსები,  სახელმწიფოების მეთაურების შემთხვევაში  ქვეყნის  მთლიანი  შიგა პროდუქტის მაჩვენებელი, ხოლო კომპანიებისთვის წლიური შემოსავლები აქტივები გახლდათ. ნავთობით უმდიდრესი ქვეყნის საუდიის არაბეთის მეფე მე-7 ადგილს დასჯერდა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს კარლოს სლიმს კი მე-11 ადგილი ერგო.