Egypt Air-ის ლაინერი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განეხორციელებინა ეგვიპტის ერთ-ერთ აეროპორტში. ლაინერში,რომელიც ქაირო-ელ-კუვეიტის რეისს ასრულებდა, კობრა აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთი იორდანელი მგზავრის ხელბარგში იმყოფებოდა და შეუმჩნევალდ ამოძვრა. როდესაც იორდანელმა მისი დაჭერა გადაწყვიტა, გველმა მას ხელზე უკბინა.
შეშინებულმა მგზავრებმა გველი თვითმფრინავის სალონში მოკლეს,თვითმფრინავმა კი იძულებითი დაჯდომა ხურგადას საერთაშორისოაეროპორტშიგანახორციელა.
დაზარალებული იორდანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმფრინავმაკი რამდენიმესაათიანი გაჩერების შემდეგ, რეისი განახორციელა.