ავსტრიის ულამაზესი დედაქალაქი ვენა მეოთხედ დასახელდა ცხოვრების პირობების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად. გამოკითვა საერთშორისო კონსალტინგურმა კომპანია „Merser“–მა ჩაატარა.
ავსტრიის დედაქალაქმა მსოფლიოში პირველი ადგილი დატვირთული კულტურული ცხოვრების, საუკეთესო სამედიცინო მომსახურების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების და უძრავ ქონებაზე ზომიერი ფასების პარამეტრებით მოიპოვა.
მეორე ადგილი ჩამონათვალში შვეიცარიულციურიხს ერგო. მესამე ადგილი ახალზელანდიურმა ოკლენდმა დაიკავა,შემდეგ კი ვროპის ქალაქები მოდიან. აუტსაიდერთა რიგებში აღმოჩნდა, ერთდროს ამ რეიტინგის პირველი ათეულის მუდმივი წვერი საბერძნეთის დედაქალაქი ათენი, რომელიც ევროპული კრიზისის გამო 83–ე ადგილზე აღმოჩნდა, სიას ერაყის დედაქალქი ბაღდადი ამთავრებს. ჰავაის დედაქალაქი ჰონოლულუ, ამჯერად 23–ე ადგილს დასჯერდა.