საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს რუდოლფ შოხს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ.
გიუნტერ ბეხლერმა და დავით ნარმანიამ ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
ელჩმა მინისტრს შვეიცარიის მთავრობის 2013-2016 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში დეცენტრალიზაციის კტთხით მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება, საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანია.