დღეს ეგვიპტის ოპოზიცია ქაიროს პრეზიდენტის ალ-იტიახადის რეზიდენციის წინ მასშტაბური აქციის გამართვისთვის ემზადება.
დღესვეე გვიპტეში ათობითტელევიზიამ და ბეჭდურმა მედიამ ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადა. ამით მათ პროტესტი გამოხატეს „ძმები მუსლიმების“ პარტიის მხრიდან თავისუფალი მედიის გაკონტროლების მცდელობაზე და მათი ქმედებები სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად შეფასეს.
მედიის პროტესტის მიზეზად, ქაიროს ერთ-ერთი ტელევიზიის საინფორმაციოს წამყავნის პირდაპირ ეთერიდან გათიშვა გახდა, რომელმაც სახელისუფლო ქმედებები არადადებითად შეაფასა, თუმცა ეს არა ჟურნალისტის პირადი აზრი, არამედ ქუჩაში გამოსული ხალხის კომენტარები გახლდათ.
ეგვიპტური ოპოზიცია, რომელიც ისლამისტთა ჰეგემონიის წინააღმდეგ იბრძვის, უკან დახევას არ აპირებს და აცხადებს,რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამდენმა ბრძოლამ და სისხლმა, უკვალოდ არ ჩაიაროს და“ძმებ მუსლიმებს“ მუბარაქის ძალაუფლების მქონე რეჟიმის განმეორების უფლებას არ მისცემენ.