Agence France-Presse–ის ინფორმაციით, ფილიპინების სამხრეთ ნაწილს, თავს ტაიფუნი „პაბლო“ დაატყდა. ქარიშხალმა, რომელიც საათში 210 კილომეტრის სისწრაფით მოძრაობს, არქიპელაგის კუნძლ მინდანაოს შეუტია. ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, ეს 2012 წელს, ერთ–ერთი უძლიერესი ქარიშხალია.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. კუნძულის ხელმძღვანელობა შედარებით მომზადებული შეხვდა ქარიშხალს, მინდანაოს დაახლოებით 40 000 მცხოვრების ევაკუირება მოხერხდა, გამორთული იყო ელექტრონერგია, ხოლო ავია-რეისები გადადებული.
ტაიფუნი უცხო ხილი არ არის ფილიპინებისთვის. წელიწადში, დაახლოებით20–მდე ტაიფუნი გადაუვლის ხოლმე არქიპელაგს. 2011 წელს, ტაიფუნების მსხვერპლი, დაახლოებით, 1500 ადამიანი გახდა.