საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს გეოგრაფიული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანდრეა ფონტანა ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის ძირითად თემას, საქართველოსთვის განკუთვნილი ეროვნული პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირის დახმარების დაგეგმვასა და პროგრამირებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან დახმარების აღმოჩენის პერსპექტივები მიმოიხილეს.