თვითმართველი ერთეული მაჟორიტარი დეპუტატისა და მისი ბიუროს საქმიანობის დაფინანსების ვალდებულებისაგან თავისუფლდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება რეგლამენტის მე-19 მუხლში შედის და მისი შესაბამისობაში მოყვანა ხდება - „ადგილობრივი თვირთმართველობის შესახებ“ და „პარამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონებთან.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ვალდებულებისგან მაჟორიტარი დეპუტატი უზრუნველყონ სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგამბულობის საშუალებები.
ამასთან, თვითმართველობები საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსაც აღარ დააფინანსებენ.
ცვლილებების ავტორი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურია. პროექტის ინიცირება კი, გუშინ მოხდა.