მიმდინარე წლის ბოლომდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირაკლი ალასანიას უწყება დამატებით 52 მილიონ ლარს მიიღებს.
დღეს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ბიუჯეტის პარამეტრებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ისაუბრა.
ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ 52,0 მლნ ლარით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში წარმოქმნილ დეფიციტს შეავსებს.