სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დამსახელებელი არ ჩანს

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დამსახელებელი არ ჩანს

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს არც პრეზიდენტი და მით უმეტეს, არც პარლამენტის სპიკერი არ ნიშნავს.

„არჩევნებამდე არაუგვიანეს 70 დღისა, სომხეთის ტელევიზიების და რადიოს საშუალებით,მოსახლეობას ეცნობება თარიღის დანიშვნის შესახებ და ამას ცენტრალური საარჩევნოკომისიის წარმოამდგენელიგააკეთებს“,–აცხადებს სომხეთის ცესკოს პრესმდივანი ერმინა არუთინიანი.

სომხური გაზეთის „ჟამანაკის“ინფორმაციით კი, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი სწორედ პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.

„სომხეთის ცესკოს პრესსამსახურში განგვიცხადეს,რომ  სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, საზოგადოებრივი ტელევიზიების და რადიოს ეთერში არჩევნების ჩატარების თარიღს პრეზიდენტი ასახელებს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა“,-წერს გამოცემა.

სომხური საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახლებას ელოდება, დამსახელებელი კი ჯერჯერობით არ ჩანს.

.