დღეს ყველა ბრიტანული გამოცემის პირველი გვერდები აჭრელებულია ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვანი ცნობით-ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მემკვიდრეს ელოდებიან. Daily Mail-ის ინფორმაციით, წყვილი ამ ინფორმაციის გამჟღავნებას შობამდე არ აპირებდა, თუმცა ტოკსიკური შეტევის გამო, ქეითი ლონდონის მეფე ედვარდ მე-VII-ეს სახელობის საავადმყოფოში მოხვდა და პირველს ეს ამბავი დედოფალ ელიზავეტ II-ს, შემდეგ კი ფართო საზოგადოებას ამცნეს.
Daily Mail-ის ინფორმაციით,ახალდაბადებული ბავშვი, სქესის განურჩევლად, მეფედ კურთხევის ახალი კანონების თანახმად, უკვე იქნება ბრიტანეთის მომავალი მონარქი.
შარშან ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა ეს საკითხი ბრიტანეთის თანამეგობარი ქვეყნების სამიტზე დააყენა. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის მონარქი კიდევ15 სახელმწიფოს-კანადიდან ტუვალუმდე,სათავეშიც უნდა აღმოჩნდეს. შარშანდელ სამიტზე დანარჩენმა ქვეყნებმა ეს საკითხი მოიწონეს. ახლა, სავარაუდოდ ,ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მესამე ხაზის მომავალი მონარქის დაბადებამდე,ბრიტანეთის ხელისუფლება კანონში შესატან ცვლილებას დაამტკიცებს, შემდეგკი მას 15 სახელმწიფო დე-იურედ სცნობს.