გოგა ხაინდრავა: 3 ნაბიჯი, რომელიც ცალსახად მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მოიცალა - „მეგობარი აქტის“ ჩავარდნა, წვრთნების აღდგენა და საქართველოს ელჩის ტრიუმფალური აღიარება

გოგა ხაინდრავა: 3 ნაბიჯი, რომელიც ცალსახად მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მოიცალა - „მეგობარი აქტის“ ჩავარდნა, წვრთნების აღდგენა და საქართველოს ელჩის ტრიუმფალური აღიარება

რამდენიმე დღეში 3 ნაბიჯია, რომელიც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მოიცალა, - განაცხადა დღის ქრონიკაში“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

ფაქტობრივად, ტრამპმა მთელ მსოფლიოში პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. მარტო გუშინდელი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძველი პოლიტიკური წესრიგი, რომელიც მსოფლიოში იყო, აღარ არსებობს. ჩვენ ვუყურებთ სამ რამეს: პირველი, მტრული აქტის გაჩერება და ფაქტობრივად ჩაგდება, მეორე - წვრთნების აღდგენა, რომელიც შეჩერებული იყო და მესამე - ტრიუმფალური აღიარება საქართველოს ელჩის. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ილუზიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრებს ჰქონდათ, დამთავრდა“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერებულია, მიზეზი სამი სენატორია, რომლებიც მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ. სამივე სენატორი რესპუბლიკელია. მათგან ერთ-ერთი, ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია.

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025 ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

მარბიელი ჩვენ მომხრე ვართ აშშ-სთან ურთიერთობის ურთიერთობის დალაგების, მაგრამ "საქართველოს ელჩის ტრიუმფალური აღიარება" რა უბედურებაა? 12 ქვეყნის ახალდანიშნული მიიღო ტრამპმა ერთმანეთის მიყოლებით!
10 საათის უკან