ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან

ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრო ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიციას დღის ქრონიკაში“ ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხელში, რისი გამოყენებაც მათ ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სურთ, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რომ მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი.

სანამ ევროკავშირში კონსერვატორული ძალები უმრავლესობაში არ იქნებიან, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის ურთიერთობის გადატვირთვას ევროპასთან. ისინი მოწადინებულები არიან, რომ საქართველოში არეულობა იყოს. ახლანდელი გამოქვეყნებული ევროკომისიის მოთხოვნაც ამაზე მეტყველებს. გვთხოვენ, გავიწვიოთ ოჯახის ღირებულებების“ შესახებ კანონი, გავაუქმოთ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. რა შუაშია ეს ყველაფერი უვიზო მიმოსვლასთან, მე ვერ ვხვდები. ეს არის ის ნაბიჯი, რომ შეეცადონ, წინასაარჩევნოდ ბოლო ბერკეტი გამოიყენონ იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, მალე დაასრულონ ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოიყვანონ თავისი აგენტურული ხელისუფლება და მეორე დღესვე ქვეყანა რუსეთთან ომში ჩართონ. მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ჩვენ არ ვაპირებთ მშვიდობის საპირწონედ რაიმე დავაყენოთ ჩვენს ქვეყანაში. “. აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

მარბიელი ფაქტია, რომ სამი წელია ქვეყანა ყოველდღიურ ფორიაქშია და ხელისუფლება ვერ ახერხებს მშვიდად ცხოვრების უზრუნველყოფას!
11 საათის უკან