საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება მედიასთან შეაფასა და მას ღიმილისმომგვრელი უწოდა.
„რაღაც დახმარებისა და მხარდაჭერის წერილი, რომელიც ვნახეთ ევროკავშირის სტრუქტურებიდან, ღიმილისმომგვრელია. მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს ფარისევლობა არ სჭირდება, ამ ურთიერთობებს უნდა გულწრფელი, პარტნიორული დამოკიდებულება. ძალიან ბევრ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხია გასაცემი, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს რადიკალების დაფინანსებაზე ევროპული ფონდებიდან და ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება.