ქალაქ თბილისის მერი სოფელ წევასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ წევასთან მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.