ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ქართული ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო იმედოვნებს, რომ მომავალი არჩევნები იქნება სისტემა, რომელიც ამომრჩეველში უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს.
ამის შესახებ ნავარომ ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს პროგრამის „2012 წლის საპარლამენტო 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის" ფარგლებში მიმდინარე კონფერენციის მსვლელობისას განუცხადა.
„დღევანდელი ღონისძიება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მონაწილე მხარეებმა ისაუბრონ იმ გამოცდილებაზე, რაც საპარლამენტო არჩევნებსა და არჩევნების შემდეგ მივიღეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება საპრეზიდენტო, ისე ადგილობრივი თვითმართველობის სისტემა, ამომრჩევლებში მეტ ნდობას დაიმსახურებს" - განაცხადა ნავარომ.