საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რენო სალენსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობები.
საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებულ ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებს.