პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ვალპურგის ღამეები- ასე აფასებს რადიკალების მიერ დაგეგმილ უწყვეტ აქციებს ექსპერტი. მისი თქმით, “პოლიტიკური ჰელოუინის“ დირექტორი სალომე ზურაბიშვილი იქნება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ირონიულ პოსტში ანალიტიკოსი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების როლებსა და ფუნქციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქციების პარალელურად, პარლამენტის პირველ სხდომას გახარიას გუნდი დაესწრება.
“ორშაბათიდან ვალპურგის ღამეები იწყება.
გვარამია და თენგო კარვებს აგროვებენ, ნანუკა ლობიანებისთვის "მაყუთს" მათხოვრობს, ანა დოლიძე “ჰელოუინის” კოსტიუმს ჩალიჩობს, რომ იქნებ შეშინებით მაინც გააბრაზოს საზოგადოება, ლяკა ხოშტარია “იაშიკ სტალიჩნაიას” იმარაგებს, რომ ღამე შეახუროს-ხოლმე აქტივისტები, ალეკო ელისაშვილი დოლს ჭიმავს და სოლოზე მუშაობს, ხაბეიშვილი "გრუშად" ვარჯიშობს, რომ გალახვისას ყბები გახურებული ჰქონდეს…
მოკლედ, ორშაბათიდან “პოლიტიკური ჰელოუინის” საშემოდგომო სეზონს მისი დირექტორი-სალომე ზურაბიშვილი ხსნის და თან დღეებს ითვლის, როდის მოვა დეკემბერი, რომ დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს, თორემ იმდენი გინება შეხვდა ამ ბოლო წლებში, წინაპრების სულები სლოკინით გადაღალა საიქიოში.
P.S.
ჰო, გახარია და მეზვრიშვილი ჯადოზე ჩალიჩობენ მჩხიბავთან, რომ პირველ სხდომაზე უჩინრად შეიპარონ ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.