The New York Times: ამერიკელმა სამხედროებმა და დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ უკრაინაში ომი აღარ არის ჩიხში, ვინაიდან რუსეთს მდგრადი მიღწევები აქვს, ხოლო კიევსა და ვაშინგტონში ღრმავდება პესიმიზმის გრძნობა

The New York Times: ამერიკელმა სამხედროებმა და დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ უკრაინაში ომი აღარ არის ჩიხში, ვინაიდან რუსეთს მდგრადი მიღწევები აქვს, ხოლო კიევსა და ვაშინგტონში ღრმავდება პესიმიზმის გრძნობა

ამერიკელმა სამხედროებმა და დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ უკრაინაში ომი აღარ არის ჩიხში, ვინაიდან რუსეთს მდგრადი მიღწევები აქვს, ხოლო კიევსა და ვაშინგტონში ღრმავდება პესიმიზმის გრძნობა, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

ამერიკული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინა კარგავს ტერიტორიას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თუ აშშ-ის მხარდაჭერა მომავალ ზაფხულამდე ძლიერი დარჩება, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს რუსეთის სისუსტეებით და ჯარისკაცებისა და ტანკების მოსალოდნელი დანაკლისით.

„აშშ-ის მთავრობის ანალიტიკოსებმა ამ ზაფხულს დაასკვნეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა მოიპოვოს მნიშვნელოვანი მიღწევები უკრაინაში უახლოეს თვეებში, თუმცა ეს შეფასება არასწორი აღმოჩნდა“, - წერს აზეთი The New York Times-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ამერიკული სადაზვერვო სააგენტო და სამხედრო ოფიციალური პირი პესიმისტურად არის განწყობილი უკრაინის შესაძლებლობის მიმართ, შეაჩეროს რუსული წინსვლა.

ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ იარაღის მიწოდება უკრაინის მთავარი პრობლემა აღარ არის. უკრაინის ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ჯარებია. პენტაგონის შეფასებით, უკრაინას ჰყავს საკმარისი ჯარისკაცები, რომ იბრძოლოს კიდევ ექვსიდან 12 თვემდე, განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. ამის შემდეგ, მისი თქმით, უკრაინას ადამიანური რესურსის მკვეთრი დეფიციტი ექნება.