ამირან სალუქვაძე: ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია. მარტო საქართველოს ინტერესი არ არის - ევროკავშირსაც აქვს ინტერესი. ათეული წლები ვიყავით მათი საიმედო პარტნიორი და ვაპირებთ დავრჩეთ

ამირან სალუქვაძე: ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია. მარტო საქართველოს ინტერესი არ არის - ევროკავშირსაც აქვს ინტერესი. ათეული წლები ვიყავით მათი საიმედო პარტნიორი და ვაპირებთ დავრჩეთ

მიიღონ საქართველო ისეთი, როგორიც არის. თავად აქვეყნებენ იმ შეფასებებს, რეიტინგებს, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში, ფოთოლცვენასავით იყო - ყოველ დღე რაღაც რეიტინგი ცხადდებოდა, რომლითაც საქართველოს ჰქონდა აბსოლუტური პროგრესი ყველა მიმართულებით, - განაცხადა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, ერთი თუ ორი კანონის გამო, რომელიც დასავლეთისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, იყოს ასეთი წინააღმდეგობები.

„ევროკავშირში გაწევრიანება ეს ორმხრივი პროცესია. ისევე, როგორც ნატოსთან დაკავშირებით რომ გვქონდა ამდენი ხანი მოლოდინი და ამ ომმა ყველაფერი არია! ომის დაწყებისთანავე ორი ნეიტრალური სახელმწიფო გააწევრიანეს ნატოში და საქართველოზე კრინტიც არ დასძვრია არავის! ეს არის რეალობა.

მარტო საქართველოს ინტერესი არ არის - ევროპასა და ევროკავშირსაც აქვს ინტერესი, რომ კავკასიის რეგიონში ჰყავდეთ მათ საიმედო პარტნიორი. ათეული წლები ვიყავით ასეთი პარტნიორი და ვაპირებთ დავრჩეთ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა განცხადება კეთდება იმ მიმართულებით, რომ ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და საქართველო მზად არის“, - განაცხადა სალუქვაძემ.