ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან - მაღალი რანგისა და უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პირებს

ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან - მაღალი რანგისა და უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პირებს

გლდანის მერვე საპყრობილეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი  ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა მოინახულა.

ექს მინისტრის მოსანახულებლად კი, ამ დროისათვის ციხეში სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა იმყოფება.

ადვოკატის განცხადებით, ოქრუაშვილი  მხოლოდ, იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუ დაინახავს, რომ ქვეყანაში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.  

„ბატონი ირაკლის პოზიცია გახლავთ შემდეგში, თუ ბატონი ირაკლი დაინახავს, რომ საქართველოში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და დაწყებულია ან აპირებენ განხორციელებას რეალურად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ოქრუაშვილი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხელი შეუწყოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები“, - განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა.

კითხვის პასუხად, თუ ვის გულისხმობს ირაკლი ოქრუაშვილი მაღალი თანამდებობის პირებში,  ადვოკატი აცხადებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები მას  არ დაუსახელებია.

„ ის აცხადებს შემდეგს: მაღალი რანგის, ანუ უმაღლესი რანგის პოლიტიკური პირები“, - განაცახდა ადვოკატმა.