დაღესტანში ორი აფეთქება განხორციელდა

დაღესტანში ორი აფეთქება განხორციელდა

დღეს დაღესტანში,  შამილ-კალას რაიონში ორი  აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა  მშენებარე სახლთან ახლოს იყო დამონტაჟებული, ამიტომ მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მეორე აფეთქება „ვიტას-ბანკის“ ბანკის ახლოს განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 2 პოლიციელი და ერთიც ბანკის თანამშრომელი, კიდევ 9 ადამიანი დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი.

ადგილზე ოპერატიული მუშაკები და დამხმარე ბრიგადები მუშაობენ.