ბესელია კაკაბაძისა და არასამთავროების დავაში არ ერევა

ბესელია კაკაბაძისა და არასამთავროების დავაში არ ერევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ  პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფიდან ინფორმაციის გატანის შესახებ არაფერი იცის.

როგორც from.ge-ს ბესელიამ განუცხადა, იგი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არ ერეოდა და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ჯგუფიდან - თუ ვის რა ინფორმაცია გაჰქონდა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობდა.

„ამ პროცესში, ჩვენ არ ვერეოდით.  ჩვენ მხოლოდ საორგანიზაციო ხელმძღვანელობას ვუწევდით და შემაჯამებელ სხდომას ვესწრებოდით. არასამთავროებს შორის არსებულ დავაში კი, არ ვერევი“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფიდან პატიმრებთან ინფორმაციები "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელ ნანა კაკაბაძისგან გადიოდა. ინფორმაცია პატიმრებთან ნანა კაკაბაძეს გაჰქონდა.