პალესტინელებმა თელ-ავივში ავტობუსი ააფეთქეს

პალესტინელებმა თელ-ავივში ავტობუსი ააფეთქეს

ებრაული გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, დღეს თელ-ავავივში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა. პირველადი მონაცემებით, დაშავებულია 21 კაცი, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტობუსი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,“კირიას“ სამხედრო ბაზის გვერდით აფეთქდა. აფეთქების შედეგად მგზავრები ძირითადად მსუბუქად დაშავდნენ, მხოლოდ რამდენიმე მათგანი იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი.

ჯერჯერობით დაჯგუფება ჰამასს პასუხისმგებლობა აფეთქებაზე არ აუღია, თუმცა მოძრაობის ლიდერებმა აფეთქების ორგანიზატორები გაამართლეს.

„ჰამასმა ისინი დალოცა, ეს არის ისრაელის სისასტიკეზე ლიგიკური პასუხი“,-განაცხადა ჰამასის პრესმდივანმა სამი აბუ ხუზრიმ.