სანდრო ბრეგაძე: ხათუნა კალმახელიძის ადგილი ქალთა კოლონიაშია

სანდრო ბრეგაძე: ხათუნა კალმახელიძის ადგილი ქალთა კოლონიაშია

"პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთმა ლიდერმა  სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ  სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ადგილი ქალთა კოლონიაშია.

„მე სააკაშვილის და ადეიშვილის პატიმარი ვიყავი, მაგრამ ჩემზე უშუალოდ კალმახელიძე კურირებდა. ვიცი, როგორ მოდიოდა ნასვამი კალმახელიძე მეგობარ მამაკაცთან ერთად და პატიმრების წამებას როგორ უყურებდა. ის და მისი მეგობრები ამით სიამოვნებას იღებდნენ. კალმახელიძე ბაჩო ახალაიაზე არანაკლები ჯალათია, რადგან ის პატიმრების მწამებელი იყო და მისი ადგილი ქალთა კოლონიაშია“, - განაცხადა ბრეგაძემ.