დღეს ბრიუსელში 12 საათიანი განხილვა საბერძნეთისთვის ტრანშის გამოყოფის შესახებ, უშედეგოდ დასრულდა. ევრომინისტრებმა შეთანხმება ისევ ვერ მოახერხეს. მორიგი შეხვედრა 26 ნოემბრისთვის არის დანიშნული.
„ცოტა გულგატეხილი ვარ, თუმცა აუცილებელია ზუსტი გამოანგარიშებებისა და ტექნიკური შემოწმების ჩატარება. ვფიქრობ, ეს უახლოეს დღეებში მოხერხდება. წუხელ ყველაფრის ბოლომდე გათვლა ვერ მოხერხდა“,-აღნიშნა ევროჯგუფის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნჯერმა.
დღეის მდგომარეობით, საბრძნერთის შიდა ვალი, ქვეყნის მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტის 170%-ს შეადგენს. მისი 120%--მდე შეკვეცა, რასაც მსოფლიო ბანკი ნორმალურ მდგომარეობად მიიჩნევს, 2010 წლამდე ვერ მოხერხდება. ევროჯგუფი შემცირების გადადებას 2022 წლისთვის ითხოვს, თუმცა მსოფლიო ბანკი ამ პირობებებზე არ თანხმდება.