პარლამენტის ტერიტორული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტიო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი იქნება. საკანონმდებლო ორგანო კომისიას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შექმნის და ცნობილი გახდება აგრეთვე იმ პირთა ვინაობა, ვინც ამ კომისიაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ მე-7 მოწვევის პარლამენტში აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი დეპუტატი შოთა მალაშხია იყო, კომისია კი შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე სხვადასხვა პირებთან მართავდა.