საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი რამდენი წუთის წინ,დაიწყო.
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, სასამართლოზე განიხილება მთელი რიგი შუამდგომლობები.
მისივე თქმით, იგი მოითხოვს საქმეს გრიფის საიდუმლო მოეხსნას და საქმე მედიისთვის საჯარო გახდეს.
ცოტნე გამსახურდიას ბრალად ედება 2007 წლის, 7 ნოემბრის აქციის ორგანიზება.
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოვითხოვთ, მაშინდელი ოპოზიციის წევრების დაკითხვას, კერძოდ ლევან ბერძენიშვილის, შალვა ნათელაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გოგა ხაინდრავასა და კოკა გუნცაძის “,- განაცხადა ბექაურმა.