კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილის 19 წლის ვასილ ჯამალაშვილის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ჯამალაშვილისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა გირაოთი შეიცვლება.
სააპელაციო სასამართლომ ჯამალაშვილის საქმე წარმოებაში დღეს მიიღო და სხდომა ხვალისთვის არის ჩანიშნული.
„გამომდინარე იქიდან, რომ ვასილს ჰყავს ინვალიდი დედა, 90 წელს გადაცილებული ბებია, ეკონომიურად უჭირთ და საცხოვრებელიც არ გააჩნიათ, გირაოს თანხა არის მინიმალური და ის კვლავ 1000 ლარს შეადგენს”,- განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, 19 წლის ვასილ ჯამალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე, 284-ე, 285-ე 333-ე მუხლებით წაუყენეს.
რაც კიბერ დანაშაულს, სხვის კომპიუტერში შეღწევას და ამ გზით პირადი ინფორმაციის დაუფლება, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ჯამალაშვილი დანაშაულს აღიარებს. ჯამალაშვილი 15 ნოებერს დააკავეს.