ბერძენიშვილი:  საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელს ელოდებიან და არა ოპოზიციას

ბერძენიშვილი: საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელს ელოდებიან და არა ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, საზოგადოება პარლამენტის  საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელს ელოდება და არა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომლის დანაშაულებებიც უნდა იქნეს შესწავლილი.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე,  ბერძენიშვილმა განაცხადა, კომისია ყველა გახმაურებულ საქმეს შეისწავლის, მათ შორის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის რეალურ მიზეზებს და კომისია საზოგადოების მოლოდინს შეასრულებს.

 პარლამენტში ამ წუთებში, უმცირესობის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ უმცირესობის წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს.